{"product_id":"დამალობანა","title":"დამალობანა","description":"\u003cp\u003eმცირე რომანი \u003cstrong\u003eდამალობანა\u003c\/strong\u003e ელენე ჯაფარიძის პირველი ნაბიჯია მხატვრულ ლიტერატურაში. იგი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია ფსიქოლოგიის დარგში და, უკვე დიდი ხანია, აქტიურად მუშაობს ქალთა და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. არის ამ დარგში არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი და პროგრამის ხელმძღვანელი.\u003c\/p\u003e\r\n\u003cp\u003eანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.\u003c\/p\u003e\r\n\u003cp\u003eჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.\u003c\/p\u003e\r\n","brand":"None","offers":[{"title":"Livre numérique Kobo","offer_id":46356729430226,"sku":"b263b735-f424-3cc1-91cb-fc9701750e03","price":6.99,"currency_code":"CAD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0655\/8980\/5233\/files\/image_1848a890-5aee-4a8a-a601-0aaad14c4134.jpg?v=1763048776","url":"https:\/\/www.indigo.ca\/fr\/products\/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90","provider":"Indigo","version":"1.0","type":"link"}