{"product_id":"მოგზაურობა-ყარაბაღში","title":"მოგზაურობა ყარაბაღში","description":"\u003cp\u003e\"მოგზაურობა ყარაბაღში\" აკა მორჩილაძემ 1992 წელს დაწერა. ქართული ლიტერატურისთვის მსგავსი ყოფითი, რეალისტური, ფსევდოსათავგადასავლო რომანი იმ დროს დიდი სიახლე იყო.\u003c\/p\u003e\r\n\u003cp\u003eყარაბაღის პირველი ომი ახალი დაწყებულია. რომანის სიუჟეტი არა საომარ ვითარებაზე, არამედ ორი ქართველი ახალგაზრდა კაცის ხათაბალებით სავსე შემთხვევით მოგზაურობაზე გვიყვება.\u003c\/p\u003e\r\n\u003cp\u003eთბილისში სამოქალაქო ომია, ქალაქს პარამილიციური ჯგუფები აკონტროლებენ. ახალგაზრდა ადამიანებისთვის საზოგადოების და საკუთარი მომავალი რთული წარმოსადგენია. თბილისელი ბიჭი, ამ არეულ დროში დაკარგული გოგლიკო, მანქანიან მეგობარ გიუშკას დაიყოლიებს და ნარკოტიკების საშოვნელად აზერბაიჯანში წავლენ.\u003c\/p\u003e\r\n\u003cp\u003eმოგზაურებს გზა აერევათ და ღამით, შემთხვევით, ყარაბაღში აღმოჩნდებიან. ასე ამოჰყოფენ თავს აზერბაიჯანული მხარის ტყვეობაში. მალევე, ერთმანეთს შორდებიან. სანამ გიუშკა მეგობრის გამოხსნის გეგმას ამუშავებს, გოგლიკოს ტყვეობაში \"მასპინძლებთან\" ლაპარაკის, საქართველოს და სამეზობლოს რთულ ვითარებაზე დაკვირვების, და ფიქრის დრო ეძლევა. გიუშკას თბილისში შეყვარებული ელოდება, გოგლიკოს კი უკან დაბრუნების მიზეზი თითქმის არ აქვს.\u003c\/p\u003e\r\n","brand":"None","offers":[{"title":"Kobo eBook","offer_id":46357250900178,"sku":"8bea159f-f41f-3442-9281-1895df9dd26c","price":4.99,"currency_code":"CAD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0655\/8980\/5233\/files\/image_7b97d57b-dca7-40cc-a93a-db673cc28e9a.jpg?v=1763049258","url":"https:\/\/www.indigo.ca\/products\/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98","provider":"Indigo","version":"1.0","type":"link"}